ბავარიაში მოსახლეობა ვალდებული იქნება, მაღაზიებში შესვლისას და ტრანსპორტით მგზავრობის დროს ნიღბები ატაროს
ბავარიაში მოსახლეობა ვალდებული იქნება, მაღაზიებში შესვლისას და ტრანსპორტით მგზავრობის დროს ნიღბები ატაროს

გერმანიის მხარის, ბავარიის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, მომავალი კვირიდან ბავარიაში, მოსახლეობა ვალდებული იქნება, მაღაზიებში შესვლისას, ასევე საზოგადოებრივ ტრანსპორტით მგზავრობის დროს, ნიღბები ან სახის დამცავი სხვა საშუალებები ატაროს.

ანალოგიური წესი უკვე მოქმედებს მეზობელ საქსონიაში.

აღსანიშნავია, რომ მომავალი კვირიდან ბავარიაში მცირე ზომის მაღაზიების გახსნა იგეგმება.