ბავარიაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით „ფუნდამენტური შეზღუდვები“ წესდება
ბავარიაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით „ფუნდამენტური შეზღუდვები“ წესდება

ბავარია „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით „ფუნდამენტურ შეზღუდვებს“ აწესებს.

მოსახლეობას სახლიდან გამოსვლა მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში შეეძლებათ, როგორიცაა სამსახურში, ექიმთან ან პროდუქტების შესაძენად წასვლა.

შეზღუდვები ძალაში შევიდა და ის ორი კვირა გაგრძელდება.

ბავარია პირველი გერმანული მიწაა, სადაც მსგავი მკაცრი შეზღუდვები დაწესდა.