ბათუმში უსახლკარო მამაკაცი დაჭრეს
ბათუმში უსახლკარო მამაკაცი დაჭრეს

ბათუმში უსახლკარო მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა ჭავჭავაძის ქუჩაზე მოხდა.

შუახნის მამაკაცი თავს ერთ-ერთი კორპუსის ეზოში მდებარე ავტოფარეხს აფარებდა. მასზე თავდასხმის მოტივი უცნობია.

ამ დროისთვის დაჭრილი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. დაშავებულს მსუბუქი ჭრილობა გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. მედიკოსების განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.