ბათუმში უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. ევროპის მოედანზე აჭარაში მცხოვრებ უკრაინის მოქალაქეებთან ერთად რუსეთის მოქალაქეებიც იმყოფებიან.
„მე არ მინდა ომი, ასე თუ გაგრძელდა, ჩვენ, რუსეთის მოქალაქეებს მალე მსოფლიოში აღარსად წაგვესვლება. მე ვგმობ, რაც ხდება უკრაინაში, მე მხარ ვუჭერ განვითარებულ, აყვავებულ უკრაინას“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან რუსეთის ერთ-ერთი მოქალაქე.
აქციაზე იმყოფებიან პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც.
„ბევრი ზარი მახსოვს უკრაინიდან 2008 წელს, ასე უნდა მოვიქცეთ დღეს ჩვენც, რითაც შევძლებთ, უნდა დავეხმაროთ უკრაინას, მონაწილეობა მივიღოთ ჰუმანიტარულ მისიებში, თუ საჭიროა, კონფლიქტის ზონებიდან მივიღოთ დაზარალებულები, აჭარას ამის პოტენციალი აქვს“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა გიორგი კირთაძემ.