ბათუმში ისევ კოკისპირულად წვიმს. უხვი ნალექის მიუხედავად, გასული წლებისგან განსხვავებით, ამჯერად მხოლოდ გარეუბნებში მდებარე რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დაიტბორა.
პრობლემები შეექმნათ ლერმონტოვის 96 ნომერში მდებარე საცხოვრებელ კორპუსს, რომელიც ავარიულია და მიმდებარე ტერიტორია ყოველი წვიმის დროს იტბორება. დაიტბორა ასევე აეროპორტის გზატკეცილსა და გენერალ აბაშიძის ქუჩაზე რამდენიმე საცხოვრებელი სახლი.
ყველა გამოძახებაზე რეაგირებენ სახანძრო ბრიგადები. მოსახლეობას განსაკუთრებული პრობლემები არ შექმნია.
ამასთან, ზღვაზე ისევ ხუთბალიანი შტორმია. სინოპტიკოსები დღის მეორე ნახევრიდან ღელვის სიმძლავრის კლებას და ხვალიდან ბათუმში გამოდარებას პროგნოზირებენ.