ბათუმში ტრაგედიის ადგილზე მოქალაქეები მიდიან და ყვავილებს ტოვებენ
ბათუმში ტრაგედიის ადგილზე მოქალაქეები მიდიან და ყვავილებს ტოვებენ

ბათუმში ტრაგედიის ადგილზე დილიდან მიდიან რიგითი მოქალაქეები. ისინი ადგილზე სანთლებს ანთებენ და ყვავილებს ტოვებენ.

მოქალაქეები ასევე აგროვებენ თანხას დაზარალებულთა დასახმარებლად.

„ეს ტრაგედია აღარ უნდა განმეორდეს, მოვედი, რომ პატივი მივაგო გარდაცვლილთა ხსოვნას და გამოვუცხადო თანადგომა მათ ახლობლებს, ბევრი ადამიანი მოვა აქ“, – აცხადებს ერთ-ერთი მოქალაქე.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 8 ოქტომბერს, დაახლოებით 12:00 საათზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა. დაიღუპა ცხრა და დაშავდა ერთი ადამიანი.