ბათუმში ტაქსის მძღოლებმა აქცია გამართეს
ბათუმში ტაქსის მძღოლებმა აქცია გამართეს

ბათუმში ტაქსის 200-მდე მძღოლი საპროტესტო აქციას მართავს.

კომპანია Maximi-ში დასაქმებულები ამბობენ, რომ კომპანიამ მგზავრობის საფასური გაზარდა, რის გამოც კლიენტები შეუმცირდათ. მათი ინფორმაციით, ტარიფი 1.50 თეთრიდან 1.70 თეთრამდე გაზარდა, დამატებული თანხა კი კომპანიას მიაქვს.

„ყველაზე იაფად ამ ტაქსით არის შესაძლებელი ბათუმში მგზავრობა. 1.50 თეთრად იყო მგზავრობა შესაძლებელი. ჩვენმა კომპანიამ კი 1.70 თეთრი გახადა, რაც მუშაობაში ხელს გვიშლის. მგზავრობის გაძვირებამ ტაქსის მომხმარებელი შეამცირა. კომპანიას ვთხოვთ, რომ ფასები დაარეგულიროს”,- აცხადებს აქციის მონაწილე

Maximi-ში დასაქმებული მძღოლები მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, ბათუმის ქუჩებში მსვლელობასა და ფართომასშტაბიანი აქციების გამართვას აპირებენ.