ბათუმში სწრაფად მიმავალი მსუბუქი ავტომანქანა ამოყირავდა. შემთხვევა აბუსერიძის ქუჩაზე მოხდა. ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა.
ამოყირავებული ავტომანქანა საპატრულო პოლიციამ გამვლელების დახმარებით ამოატრიალა. მძღოლმა დაზიანებული მანქანა შემთხვევის ადგილიდან გაიყვანა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.