ბათუმში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან
ბათუმში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან

ბათუმში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან. წყალდიდობის შედეგად 100-მდე საცხოვრებელი სახლი. გუშინ საღამოს ყველა სახლიდან და სარდაფიდან წყლის ამოტუმბვის სამუშაოები დასრულდა. გაწმენდილია ქუჩები. მიყენებულ ზარალს ბათუმის მერიის შესაბამისი სამსახურები დაითვლიან, კომისიური წესით შემოწმდება ყველა დაზარალებული ოჯახის მდგომარეობა და გადაწყდება, რა სახის დახმარებას გაუწევს მათ მუნიციპალიტეტი.

„სიტუაცია ამ დროისთვის სტაბილურია, მოწესრიგებულია ინფრასტრუქტურა, რომელიც წყალდიდობის გამო დაზიანდა. სალიკვიდაციო სამუშაოები განხორციელდა, როგორც კერძო სახლებში, ასევე საჯარო ინფრასტრუქტურის ნაწილში. რაც შეეხება ზარალს, მერიის შესაბამისი სამსახურები ზარალს ითვლიან, რის შემდეგაც, განვიხილავთ ღონისძიებებს, თუ რა არის საჭირო ზარალის სრულად აღმოსაფხვრელად“, – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ.

ბათუმის პარალელურად, სტიქიამ ხელვაჩაურისა და ქობულეთის მოსახლეობაც დააზარალა. განვითარდა მეწყრული პროცესები. ამ დროისთვის, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მთავრდება ორივე მუნიციპალიტეტში.

ზღვის სანაპიროზე კვლავ საშტორმო მდგომარეობაა.