ევრაზიის პოკერის ტურს (EAPT) 7-დან 15 სექტემბრის ჩათვლით ქალაქი ბათუმი წელს პირველად მასპინძლობს.
ღონისძიების ორგანიზატორთა ინფორმაციით, საერთაშორისო ტურნირი 2013 წელს დაარსდა და ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იმართება. სპორტულ ღონისძიებაში 1000 ზე მეტი მოთამაშე მონაწილეობს მსოფლიოს 30-ზე მეტი ქვეყნიდან.
ევრაზიის პოკერის ტური ერთ-ერთი წამყვანი ღონისძიებაა რეგიონში, რომელშიც მონაწილეობას იღებენ მოთამაშეები მთელი მსოფლიოდან. მისი მიზანია პოკერის, როგორც ინტელექტუალური თამაშის, განვითარება საერთაშორისო დონეზე, ასევე რეგიონის მასშტაბით ტურისტული ლოკაციების განვითარება. სწორედ ამ მიზნით შეირჩა საერთაშორისო ტურნირის ჩასატარებლად ქალაქი ბათუმი.
ტურნირის ორგანიზატორია საქართველოს სპორტული პოკერის ასოციაცია, რომელიც მიზნად ისახავს პოკერის, როგორც სპორტის და ინტელექტუალური თამაშის განვითარებას. ასოციაცია სისტემატურად უწევს ორგანიზებას ლოკალურ და საერთაშორისო ტურნირებს, ასევე, აქტიურად მუშაობს პოკერის კულტურის განვითარებაზე რეგიონში.
საერთაშორისო ტურნირს ბათუმში „ეკლიფს პოკერკლუბი“ მასპინძლობს, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კაზინოს, „ეკლიფსის“ ბაზაზე შეიქმნა.
საერთაშორისო ტურნირის საპრიზო ფონდი 350 000$-ს შეადგენს. ღონისძიებაში მონაწილეობას პოკერის როგორც პროფესიონალი, ასევე მოყვარული მოთამაშეები იღებენ.