ბათუმში სპეცოპერაცია მიმდინარეობს
ბათუმში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

ბათუმში, კომპანია „მეტრო სითის“ სასტუმრო-საცხოვრებელ კორპუსებთან სპეცოპერაცია მიმდინარეობს. ფინანსური პოლიციის საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები შენობაში იმყოფებიან.

ამასთან, სასტუმროსთან, ეზოში იმყოფებიან თანამშრომლები. მათი განცხადებით, უცნობია, რა მიზეზით არ უშვებენ შენობაში.

„მეტრო სითის“ დირექტორი რაულ კახაძე სატელეფონო საუბარში არავის დაკავების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს.

„საგამოძიებო სამსახური შენობაშია, მაგრამ ჯერ არ ვფლობ ინფორმაციას, რატომ, ალბათ აგვიხსნიან და აუცილებლად გავაკეთებთ განმარტებებსაც“, – დასძინა რაულ კახაძემ.

სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.