ბათუმში სოხუმის დაცემის დღე გაიხსენეს. გმირთა ხეივანში აჭარის ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას მონუმენტი გვირგვინით შეამკეს.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, აფხაზეთის ომში დაღუპულთა ოჯახებს ბათუმის მერია ერთჯერად დაეხმარება.
„აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ 160-ზე მეტ ოჯახს ბათუმში ბინები გადაეცემათ. ამ კუთხით მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება, რათა 25 წლის წინანდელი მოვლენების შედეგად დაზარალებულ ყველა ოჯახს ცხოვრების ღირსეული პირობები ჰქონდეს“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
სოხუმის დაცემიდან დღეს 25 წელი გავიდა. სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო უწყებების შენობებზე დაშვებულია დროშები.