ბათუმში, „სირცხვილიას“ აქტივისტები საღამოს საათებში დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებენ
„სირცხვილიას“ აქტივისტები ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან ერთად ბათუმში საღამოს საათებში დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებენ. 21:00 საათიდან, როცა შეზღუდვა ძალაში შევიდა, მათ დემონსტრაციულად დაიწყეს მსვლელობა.
„კომენდანტის საათი არაკონსტიტუციურია“, – ამ შინაარსის ტრანსფარანტებით მათ მსვლელობა ფარნავაზ მეფის ქუჩიდან „სირცხვილიას“ ოფისიდან დაიწყეს.
„გვექნება მსვლელობა, აქედან გადავინაცვლებთ აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობასთან, ეს არის დაუმორჩილებლობის აქტი“, – ამბობს ზუკა ბერძენიშვილი.
დაუმორჩილებლობა აქტივისტებმა ბათუმში ორი დღის წინაც მოაწყეს. ადმინისტრაციული წესით მაშინ სამი პირი დააკავეს.