ბათუმში შტორმის შედეგად დაბინძურებული სანაპირო ზოლის დასუფთავება მიმდინარეობს
ბათუმში შტორმის შედეგად დღეს დილიდან ზღვამ ახალი ბულვარის პრომინადებზე ქვიშა და მდინარის ნატანი გამორიყა. ამჯერად შტორმს ახალი ბულვარის ინფრასტრუქტურისთვის ზიანი არ მიუყენებია.
დილიდან სანაპიროს ბათუმის დასუფთავების თანამშრომლები ასუფთავებდნენ. ამ დროისთვის გაწმენდის სამუშაოები დასრულებულია. იკლო შტორმის სიმძლავრემ.