ბათუმში შავი ზღვის რიგით მე-14 ჯაზ-ფესტივალი გაიხსნა. არსებობის ისტორიაში ეს პირველი ფესტივალია, რომელშიც მხოლოდ ქართველი შემსრულებლები მონაწილეობენ.
ფესტივალი დღეს გიორგი მიქაძის პროექტით – „Giorgi Mikadze Micro BeatZ“-ი გაიხსნა. საღამოს მეორე ნაწილი კი ნინო ქათამაძეს დაეთმო, რომელმაც მსმენელის წინაშე ასევე სპეციალურად ფესტივალისთვის შექმნილი პროექტი „Black Sea Jazz Project-ი წარმოადგინა.
ხვალ, ფესტივალის მეორე დღეს, სცენას ახალგაზრდა მუსიკოსის, ლუკა თოფურიას ტრიო დაიკავებს. შემდეგ კი, მსმენელის წინაშე სპეციალურად ფესტივალისთვის შექმნილი პროგრამით სტეფანე წარდგება.
შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალს 23 აგვისტოს – „Young Georgian Lolitaz“-ი და ჯგუფი „MokuMoku“ დახურავენ.