ბათუმში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა დილიდან შეწყდა
ბათუმში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა დილიდან შეწყდა

ბათუმში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა დილიდან შეწყდა. გაჩერდა 120 ავტობუსი და 600-მდე მიკროავტობუსი.

„ახალი რეგულაციების თანახმად, მუშაობას ვწყვეტთ. 120 ავტობუსია გაჩერებული. ეს გაგრძელდება, ვიდრე საკოორდინაციო საბჭო არ მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. მძღოლები ამ პერიოდში, როგორც ეს გაზაფხულის შეზღუდვების დროს იყო, მიიღებენ კუთვნილ ანაზღაურებას“, – განაცხადა ბათუმის ავტოტრანსპორტის დირექტორმა, ბადრი ფარტენაძემ.

ხვალიდან ბათუმში საქალაქთაშორისო ავტოტრანსპორტის მოძრაობაც შეიზღუდება.