ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონთან“ „ნაციონალური მოძრაობის“ აქციაზე დაპირისპირება მოხდა, დაკავებულია ექვსი პირი
ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონთან“ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობის“ წევრებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ექვსი პირი დააკავეს.
როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ექვსი პირი ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები სასტუმრო „ჰილტონის“ შენობაში დაცვის თანამშრომლების წინააღმდეგობის მიუხედავად შევიდნენ. ისინი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა ითხოვდნენ, რომელიც სასტუმროში დღეს უმრავლესობის წევრებთან ერთად, პარტიის ქალთა ორგანიზაციის დაფუძნებასთან დაკავშირებით შეხვედრას მართავს.
ადგილზე მყოფმა „ქართული ოცნების“ წევრმა, ნინო წილოსანმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მიმართა, რომ აღნიშნა, რომ ეს ოპოზიციის მორიგი პროვოკაციაა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებით, ისინი მშვიდობიან აქციას მართავენ და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან კონკრეტული შეკითხვები აქვთ.