ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“ ევაკუაცია გამოცხადდა, თანამშრომელთა ნაწილს შენობა დაატოვებინეს.
ევაკუაციის მიზეზი შენობაში სახანძრო სიგნალის მოულოდნელი ჩართვაა. თანამშრომლები ვარაუდობენ, რომ ის ავტომატურად ამოქმედდა.
მოგვიანებით გაირკვა, რომ სიგნალი მეოცე სართულზე მდებარე რესტორანში ორთქლის გამო ჩაირთო.
„სისტემა რეაგირებს უმცირეს დარღვევაზეც კი. საკმაოდ მაღალ დონეზეა დაცული უსაფრთხოება. ევაკუაციის მიზეზიც ეს გახდა, თუმცა ახლა უკვე ყველაფერი წესრიგშია და ყველას შეუძლია, სასტუმროში დაბრუნება“, – განაცხადა სასტუმროს მენეჯერმა, ლანა ჩხაიძემ.