ბათუმში სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
ბათუმში სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ერთ-ერთი მათგანი სამმართველოს მთავარი სპეციალისტია, მეორე კი ამავე სამმართველოს დამხმარე პერსონალი.
თანამშრომლების ტესტების პასუხები 7 და 8 სექტემბერს გახდა ცნობილი.
„სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ყველა თანამშრომელი, ვისთანაც ინფიცირებულებს უშუალო კონტაქტი ჰქონდათ, გადაყვანილია დაკვირვების ქვეშ და აღებული აქვთ ტესტები. შენობას ჩაუტარდა სრული დეზინფექცია. ორივე ინფიცირებული ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ცხელების ცენტრში მკურნალობს. ეპიდემიოლოგები აწარმოებენ წყაროს იდენტიფიცირებას და კონტაქტების კვლევას“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.