ბათუმში სარიტუალო დარბაზების მფლობელები და თანამშრომლები შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით აქციას მართავენ
ბათუმში სარიტუალო დარბაზების მფლობელები და თანამშრომლები შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით აქციას მართავენ

ბათუმში სარიტუალო დარბაზების მფლობელები და თანამშრომლები შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ შემოსავლების გარეშე დარჩნენ და საბანკო დავალიანებები აქვთ.

„ერთი პრობლემა გვაქვს ყველას, მე მხოლოდ სარიტუალო სფეროში ვარ, პროფესია არ მაქვს, ვმუშაობ საქორწილო ტორტებზე. თუ ამუშავდა კაზინოები და მოიხსნა შეზღუდვები, ჩვენც შეგვეხოს შეღავათები, ნაწილობრივ მაინც. რა რესურსიც გვქონდა, ამოვწურეთ და ფაქტობრივად, ზღვარზე ვართ“, – აცხადებს აქციის მონაწილე გურანდა ხინიკაძე.

აქციაზე იმყოფებიან მუსიკოსები, ოპერატორები, დიზაინერები და სარიტუალო დარბაზში დასაქმებული სხვა ადამიანებიც. ისინი დახმარებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარისგან ითხოვენ.