ბათუმში საქართველოს ნაკრებისა და „ინტერის“ ლეგენდების მატჩი გაიმართა [ვიდეო] #1TVSPORT

„ბათუმი არენაზე“ ლეგენდების მატჩი გაიმართა. საქართველოს ნაკრები მილანის „ინტერს“ შეხვდა და 0:2 დამარცხდა.

გულშემატკივრებს საშუალება მიეცათ, საყვარელი ქართველი მოთამაშეები ეხილათ. „ჯვაროსნების“ წინააღმდეგ კი მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდები თამაშობდნენ.

მატჩი საქართველოს ნაკრების უპირატესობით დაიწყო, თუმცა „ინტერმა“ ტაიმის მსვლელობისას ტემპს მოუმატა. სტუმრებმა 22-ე წუთზე ანგარიში გახსნეს, გოლის გატანა ლუიშ ფიგუმ მოახერხა და მეტოქემ ტაიმი 1:0 მოიგო.

შეხვედრა გადაუღებელი წვიმის ფონზე მიმდინარეობდა და ორივე გუნდს შეტევების გამწვავება უჭირდა. მეორე ტაიმის მიწურულს მოედანზე ლუიშ ფიგუ დაბრუნდა, საქართველოს ნაკრებს მეორე გოლიც გაუტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

საქართველო 0:2 „ინტერის“ ლეგენდები

გოლები: ფიგუ (2)

საქართველოს ნაკრები (ძირითადი შემადგენლობა): რევიშვილი, ცხადაძე, კალაძე, ნავალოვსკი, კობიაშვილი, ხიზანიშვილი, ქეცბაია, ქინქლაძე, კობახიძე, შ. არველაძე, იაშვილი.

„ინტერი“ (ძირითადი შემადგენლობა): ჟულიო სეზარი, ძანეტი, მატერაცი, ლუსიო, კორდობა, კამბიასო, მაიკონი, კარაგუნისი, მილიტო, ფიგუ, სნეიდერი.