თემურ ქეცბაია - ლეგენდების თამაშების პროექტს მომავალი აქვს #1TVSPORT
თემურ ქეცბაია - ლეგენდების თამაშების პროექტს მომავალი აქვს #1TVSPORT

ბათუმში საქართველოს ლეგენდათა ნაკრები „ინტერს“ დაუპირისპირდა და 0:2 დამარცხდა. მატჩის შემდეგ კომენტარი საქართველოს ნაკრების წევრებმა, თემურ ქეცბაიამ და ალექსანდრე იაშვილმა გააკეთეს.

ალექსანდრე იაშვილი: „ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე, თუმცა ფეხბურთს იმიტომ თამაშობ, რომ მოიგო და, სამწუხაროდ, წავაგეთ. მომენტები ჩვენც გვქონდა. დარწმუნებული ვარ, გულშემატკივარი კმაყოფილი დარჩა. ვინ იყო მოედანზე საუკეთესო? მოწინააღმდეგე გუნდიდან ორი გოლი ფიგუმ გაიტანა და საუკეთესო ის იყო“.

თემურ ქეცბაია: „სიმართლე გითხრათ, არც ველოდი, თამაშმა ისე კარგად ჩაიარა. ჩანს, რომ ამ პროექტს მომავალი აქვს და იმედია, მომდევნო თამაშისთვის უკეთ ვიქნებით მომზადებულები. დიდი მადლობა გულშემატკივრებს, სტადიონიც სავსე იყო. ხალხსაც მოენატრა კარგი ფეხბურთი, ის მოთამაშეები, რომლებიც წლების განმავლობაში საქართველოს ნაკრებში გამოდიოდნენ.

ჩვენც გაგვიხარდა, რომ კიდევ ერთხელ შევიკრიბეთ და ვითამაშეთ. კი, პირველ ტაიმში დავარტყი და მოედნიდან გავედი, ფეხი მტკივა. ახალგაზრდები არ ვართ. 15-20 წუთია საკმარისი, რომ გუნდს რაღაც შევმატოთ. საუკეთესო? რა თქმა უნდა, ფიგუ, რადგან ორივე გოლი მან გაიტანა“.