ოთარ მუმლაძე - ლეგენდების მომდევნო მატჩს თბილისი უმასპინძლებს #1TVSPORT
ოთარ მუმლაძე - ლეგენდების მომდევნო მატჩს თბილისი უმასპინძლებს #1TVSPORT

საქართველოს ვეტერანთა ნაკრების შემდეგი მატჩი თბილისში შედგება, – ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის სტადიონზე გამართული ლეგენდების სერიის პირველი შეხვედრის (GEO11- Inter Forever) ორგანიზატორი ოთარ მუმლაძე (Sports Orient) ავრცელებს.

„ლეგენდების სერიის პირველ შეხვედრაში მილანის „ინტერმა“ და ლუიშ ფიგუმ გაიბრწყინეს. მადლობა ბათუმს შესანიშნავი მასპინძლობისთვის. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც სტადიონზე მოვიდა და თამაშს ეკრანზე მიადევნა თვალი.

მადლობა GEO 11-ის თითოეულ ფეხბურთელს. ისინი ერთი მიზნით გაერთიანდნენ და ამ დროის მანძილზე პროექტში იყვნენ ჩართულები. მადლობა ყველა პარტნიორს მხარდაჭერისთვის, მედიას – ინტერესისთვის, საორგანიზაციო ჯგუფსა და სტაფს – გაწეული სამუშაოსთვის.

ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, ნებისმიერი გულშემატკივრის თუ დაინტერესებული მხარის უკუკავშირი – როგორ გავხდეთ უკეთესები. გადაწყვეტილია, რომ მომდევნო მატჩს თბილისი უმასპინძლებს. შევხვდებით ამ და სხვა საინტერესო პროექტებით, ახალი ვარსკვლავებით და გრანდებით“, – წერს ოთარ მუმლაძე.