ირაკლი კობახიძე მთავრობის წევრებთან ერთად საქართველოს ნაკრებისა და „ინტერის“ ლეგენდების მატჩს დაესწრო
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და მთავრობის წევრები საქართველოს ნაკრებისა და „ინტერის“ ლეგენდების მატჩს დაესწრნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ლეგენდების მატჩი „ბათუმი არენაზე“ გაიმართა. საქართველოს ნაკრები მილანის „ინტერს“ შეხვდა და 0:2 დამარცხდა.