მარკო მატერაცი - შესანიშნავი ატმოსფერო იყო, პირველად ვნახე ლეგენდების მატჩზე სავსე სტადიონი #1TVSPORT
მარკო მატერაცი - შესანიშნავი ატმოსფერო იყო, პირველად ვნახე ლეგენდების მატჩზე სავსე სტადიონი #1TVSPORT

ბათუმში საქართველოს ლეგენდათა ნაკრები „ინტერს“ დაუპირისპირდა და 0:2 დამარცხდა. შეხვედრის შესახებ კომენტარი იტალიური გუნდის ვეტერანმა ფეხბურთელმა, მარკო მატერაციმ გააკეთა.

„სტადიონზე შესანიშნავი ატმოსფერო იყო. ვეტერანი ფეხბურთელების მატჩებზე ამდენი მაყურებელი არ დადის. კარიერის დასრულების შემდეგ არაერთხელ მითამაშია მსგავს შეხვედრაში და სავსე სტადიონი პირველად ვნახე.

ყველა ფეხბურთელმა კარგად ითამაშა და ის გააკეთა, რაც შეეძლო, თუმცა მოედანზე საუკეთესო მოთამაშე, რა თქმა უნდა, ლუიშ ფიგუ იყო“, – განაცხადა მატერაციმ.