კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ბათუმში საქალაქო მიკროავტობუსებს დეზინფექცია ჩაუტარდა
კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ბათუმში საქალაქო მიკროავტობუსებს დეზინფექცია ჩაუტარდა

ბათუმში საქალაქო მიკროავტობუსების სადეზინფექციო სამუშაოები დაიწყო. დეზინფექცია დღეს 600 მიკროავტობუსში განხორციელდა.

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქალაქო ტრანსპორტის სპეციალური ხსნარით დამუშავება დღეში ორჯერ მოხდება. სადეზინფექციო ღონისძიებები კი, კვირაში ორჯერ ჩატარდება.

ბათუმის მერიის საქალაქო ტრანსპორტისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის სამსახურის ინფორმაციით, უსაფრთხოების მიზნით, სამუშაოები რეგულარულად განხორციელდება.