ბათუმში, აქციაზე დაკავებულთაგან ცხრა პირს სასამართლომ ათასლარიანი, ორს კი, 1 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა
ბათუმის საქალაქო სასამართლოში დასრულდა გუშინ გვიან ღამით დაკავებულთა პროცესი. 11 დაკავებულიდან ცხრას ათასლარიანი ჯარიმა, ორს კი, 1500 ლარი დაეკისრა.
„არ ვიხდით არანაირ ჯარიმას, რადგან უსამართლოდ დაგვაჯარიმეს, შეეძლოთ დაკავების გარეშე დავეჯარიმებინეთ, გვებრძვიან ძალადობით, ჩვენ კი პროტესტს მანამდე გავაგრძელებთ, სანამ იქნება კომენდანტის საათი“, – აცხადებს ფირუზ წულუკიძე.
დღესვე, სასამართლოს მიმდინარეობისას, ხმაური იყო ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და საპროტესტო მსვლელობის დროს დაკავებული პირების ახლობლები სამართალდამცველებს დაუპირისპირდნენ.