ბათუმში, სანაპიროზე ქალის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი, სავარაუდოდ, შუა ხნის ასაკისაა.
თვითმხილველები ამბობენ, ცხედარი ზღვას არ გამოურიყავს და წინასწარი დათვალიერებით, არც ძალადობის კვალი აღენიშნება.
შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული. უწყების ცნობით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული და ექსპერტიზა უტარდება.