ბათუმში სამი მანქანის შეჯახების შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა
ბათუმში სამი მანქანის შეჯახების შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

ბათუმში პუშკინისა და ხიმშიაშვილის ქუჩების კვეთაზე ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.

სასწრაფო დახმარების ჯგუფის ინფორმაციით, მამაკაცმა მსუბუქი დაზიანება მიიღო და კლინიკაში გადაყვანაზე უარი განაცხადა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან.

როგორც ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, პუშკინი-ხიმშიაშვილის გზაჯვარედინზე ავტოსაგზაო შემთხვევები ხშირად ხდება, რადგან არ არის დამონტაჟებული შუქნიშანი. მოსახლეობა დახმარებას ბათუმის მერიისგან ითხოვს.