ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ინტენსიური საძიებო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. ბათუმის მერიის ცნობით, ღონისძიებაში დაახლოებით 300 მაშველია ჩართული.
საგანგებო რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას სამაშველო, სასწრაფო სამედიცინო და მუნიციპალური სამსახურები.
ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ ოჯახები ალტერნატიულ ფართებში გადაიყვანეს.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი 8 ოქტომბერს, დაახლოებით 12:00 საათზე ჩამოინგრა. კორპუსის ნანგრევებში მოყოლილი მანქანიდან მალევე მცირეწლოვანი ბავშვი ამოიყვანეს, რომელიც უკვე გაეწერა კლინიკიდან. მოგვიანებით, ამოიყვანეს მამაკაცი.
ნანგრევებიდან მაშველებმა გარდაცვლილი ქალი ამოიყვანეს.
როგორც შსს-ში აცხადებენ, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსის ნგრევის ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.