ბათუმში პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერი კონცერტი იმართება.
საზაფხულო თეატრის სცენაზე მომღერლები სალომე გოგიაშვილი, აჩი ფურცელაძე, სოფო ხალვაში, თეატრალური კვარტეტი, ნინი ქარსელაძე, ქუჩის ბიჭები, თემო თათარაშვილი, შვიდკაცა და ალილო გამოდიან.
სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად მუსიკოსებმა სპეციალურად სიმღერაც შექმნეს. მათი თქმით, მხარდამჭერი კონცერტები საქართველოს მასშტაბით ყველა რეგიონში გაიმართება.
„სიმღერა სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად გაკეთდა. ახლა კი მხარდასაჭერი კონცერტები გრძელდება და ჩვენი სიმღერით მხარდაჭერას გამოვხატავთ”,- განაცხადა სოფო ხალვაშმა