საკონსტიტუციო სასამართლოს საზაფხულო სკოლა დღეს ოფიციალურად გაიხსნა. 25 სტუდენტი ლექციებს საქართველოს საკონსტიტუციო, ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი, ევროპის ადამიანის უფლებათა და ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოების პრაქტიკაზე ორი კვირის განმავლობაში მოისმენს.
სტუდენტები იმიტირებულ სასამართლო პროცესებშიც მიიღებენ მონაწილეობას.
საზაფხულო სკოლის მიზანია, კონსტიტუციურ და ადამიანის უფლებათა სამართალში მომავალი იურისტების პროფესიული ცოდნის ამაღლება.
სკოლის გამორჩეულ მონაწილეები სტაჟირებას სასამართლოში გაივლიან.
საზაფხულო სკოლა 2008 წლიდან მოქმედებს.