ბათუმში საკარანტინო სასტუმრო „პრესტიჟში“ ხმაური იყო
ბათუმში საკარანტინო სასტუმრო „პრესტიჟში“ ხმაური იყო

ბათუმში, სასტუმრო „პრესტიჟში“, სადაც საკარანტინო სივრცეა მოწყობილი, ხმაური იყო. კარანტინში მყოფმა პირებმა ტესტირების პასუხების დაგვიანება გააპროტესტეს და სასტუმროს თვითნებურად დატოვებაც სცადეს, რის გამოც სასტუმროს მეპატრონემ პოლიცია გამოიძახა.

საკარანტინო სივრცეში მყოფი მოქალაქეების თქმით, კარანტინის პერიოდი ამოეწურათ და 24 საათზე მეტია, რაც კორონავირუსზე საკონტროლო ტესტები ჩაუტარდათ, თუმცა პასუხები ჯერ არ იციან.

შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა. ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო პერიოდში აჭარაში არსებული ვითარების გამო, დღეში 4000 ტესტამდე ტარდება, რასაც შეფერხებები მოჰყვა. თუმცა, მისივე განმარტებით, დღეისთვის საჭიროების შესაბამისად გაიზარდა ლაბორატორიებში შესაძლებლობები და გაუგებრობა აღარ იქნება.