ბათუმში საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალი „Ad Black Sea 2019“ დასრულდა. წელს ფესტივალში სარეკლამო სააგენტოები 20 მეტი ქვეყნიდან მონაწილეობდნენ. წარმოდგენილი იყო 800-მდე ნამუშევარი. ფესტივალის პრიზები 11 ნომინაციაში გაიცა.
ფესტივალზე საუკეთესო სარეკლამო სააგენტოდ „voskhod agency“ დასახელდა. საუკეთესო ქართულ სააგენტოდ – „windfor’s“.
ფესტივალის საუკეთესო ქსელური სააგენტოს ტიტული „BBDO Group“-ს ერგო. საუკეთესო დამოუკიდებელი სააგენტოს ნომინაციაში კი, „voskhod agency“-მა გაიმარჯვა.
ACAG-ის რეიტინგის მიხედვით, წლის საუკეთესო დიზაინ სტუდიის წოდება „windfor’s“-მა მოიპოვა. წლის საუკეთესო კრეატიული სააგენტო „redbery“ გახდა.
„Ad Black Sea“ უკვე მეხუთედ ტარდება და მისი მიზანია ქვეყანაში კრეატიული ინდუსტრიის განვითარება და მისი საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენა.
ფესტივალი ბათუმს ერთი წლით დაემშვიდობა.