ბათუმში საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმი „ბათუმი-ვროცლავი“ გაიმართა.
ფორუზე დასასწრებად ოფიციალური ვიზიტით ჩამოვიდნენ ქვემო სილეზიის მარშალი სეზარ პრზიბილსკი, ტურიზმის, მშენებლობის, საფინანსო და სხვა სექტორში მოღვაწე პოლონური კომპანიების წარმომადგენლები ეწვივნენ.
ფორუმის ფარგლებში უცხოელი პარტნიორები საქართველოში ბიზნესის დაწყების რეგულაციებს, აჭარის რეგიონის საინვესტიციო პოტენციალს, ასევე საინვესტიციო და საპრივატიზაციო ობიექტებს ეცნობიან.
„ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები დინამიურად ვითარდება, თუმცა, არსებული პოტენციალი უფრო მეტის შესაძლებლობას იძლევა, რომელიც აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. სწორედ ამ მიზნით, დღეს ბათუმში კიდევ ერთი ბიზნესფორუმი გაიმართა, რაც ხელს შეუწყობს ბიზნესწრეების დაახლოებას, ახალი თანამშრომლობის ინიცირებასა და ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის განვითარებას“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
საქართველოში 2018 წელს პირდაპირი პოლონური ინვესტიციების ზრდა დაფიქსირდა. რეგიონში პოლონური კაპიტალის მონაწილეობით მოქმედებს ექვსი ორგანიზაცია.
ბოლო წლებში ფიქსირდება თანამშრომლობის დინამიური ზრდა ტურიზმის მიმართულებით. 2018 წლის მონაცემებით, პოლონეთი საქართველოს ტურისტული პარტნიორების ტოპ-ათეულში შედის.
პოლონეთის დელეგაციის წარმომადგენლები პოტენციურ ინვესტორებთან, ადგილობრივ კომპანიებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან პირისპირ შეხვედრებს გამართავენ.