სალომე ზურაბიშვილმა ბათუმში საერთაშორისო კონგრესი „ქალის ჯანმრთელობა ჯანსაღ სამყაროში“ გახსნა
საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ორგანიზებით ბათუმში საერთაშორისო კონგრესი სახელწოდებით „ქალის ჯანმრთელობა ჯანსაღ სამყაროში“ იმართება.
კონგრესი საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბათუმში გახსნა.
პრეზიდენტმა ჯანდაცვის სფეროსა და მასთან დაკავშირებული ტურიზმის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რაც დღეს ბათუმში ტარდება. მინდა, მადლობა ვუთხრა სტომატოლოგთა ასოციაციას, რომელმაც წელსაც ბათუმი აირჩია კონფერენციისთვის.
ბოლოს და ბოლოს, მედეას ქვეყანა ვართ. ჩვენთვის მედიცინა ძალიან ბუნებრივია და არის ის განძი, რომელიც ყველა ქართველისთვის გენეტიკური და ძალიან ბუნებრივია. უნდა განვავითაროთ ჯანდაცვის კუთხით ტურიზმი, განვავითაროთ ჩვენი კურორტები, რომლებიც ძალიან მრავლად გვაქვს სხვადასხვა დანიშნულების. ეს არის მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის და მოიპოვებს თავის ადგილს მსოფლიო რუკაზე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
კონგრესს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ესწრებიან.