ბათუმში საეჭვო სიმპტომების მქონე ექვსი პაციენტიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა
ბათუმში საეჭვო სიმპტომების მქონე ექვსი პაციენტიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა.
ლაბორატორიული ანალიზის შედეგად, ექვსივე ტესტზე პასუხი უარყოფითია.
ექვსი ადამიანი კლინიკაში საეჭვო სიმპტომებით კარანტინიდან გადაიყვანეს.
ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოსა და კლინიკა „მედალფაში“ შვიდი ინფიცირებული რჩება, მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა, ერთის – საშუალო სიმძიმის, ხუთი პაციენტის კი სტაბილურია.
აჭარაში, საკარანტინო ზონაში ამ დროისათვის 1800-ზე მეტი მოქალაქეა.