ბათუმში ბაგრატიონის ქუჩაზე ორი მსუბუქი ავტომობილი დაიწვა. შემთხვევა გამთენიისას, საცხოვრებელი კორპუსის წინ მოხდა.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის ეკიპაჟი მუშაობდა, თუმცა ცეცხლის ლიკვიდაცია ვერ მოხერხდა და ავტომანქანები დაიწვა.
როგორ გაუჩნდა ცეცხლი სატრანსპორტო საშუალებებს უცნობია, თუმცა როგორც ადგილობრივები ამბობენ, ტერიტორიაზე დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერებმა ავტომანქანებთან უცნობი პირი დააფიქსირეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.