ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მე-11 სართულიდან ქალი გადმოვარდა. 43 წლის ქალი ადგილზე დაიღუპა. უცნობია, რა გახდა შემთხვევის მიზეზი.
თვითმხილველები ჰყვებიან, რომ ქალი ძმასთან იყო სტუმრად მისული.
„აივანზე გასულა და ამბობენ, გადმოვარდაო. გარეთ რომ გავედი, უკვე პოლიცია იყო მოსული. ხმაური არ გამიგია. ყველა ახალწელს ზეიმობდა. აქ არ ცხოვრობდა, ძმასთან იყო სტუმრად. ჯანმრთელობაზე პრობლემები ჰქონდა და მკურნალობდა“,- აცხადებენ მეზობლები.
ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები. ცხედარი უკვე გადაასვენეს ექსპერტიზაზე.