ბათუმში, კობალაძის 15 ნომერში სატვირთო ლიფტი ჩაწყდა. შემთხვევის დროს ლიფტში ცხრა ადამიანი იმყოფებოდა. რამდენიმე მათგანმა მსუბუქი დაზიანება მიიღო, ერთი კლინიკაშია გადაყვანილი.
როგორც ადგილობრივი მცხოვრბეი ამბობს, ლიფტი მესამე სართულიდან მოწყდა.
„გვარწმუნებდნენ, რომ ლიფტი უსაფრთხო იყო. თვითნებურად არ ვამუშავებდით. ერთი პირი დაყვებოდა სულ. სწორედ ისაა გადაყვანილი კლინიკაში. ლიფტი მესამე სართულიდან მოწყდა და ყველა შახტაში ჩავცვივდით. მსუბუქი დაზიანებები მაქვს. ვითხოვ, მოაწესრიგონ ლიფტი და ვინც პასუხისმგებლები არიან, მომხდარზე პასუხი აგონ“, – განაცხადა მარიამ იაშვილმა.
22 სართულიანი სახლი დაუსრულებელია. მხოლოდ სატვირთო ლიფტი ფუნქციონირება, რომელსაც კარი არ აქვს. ადგილობრივები მომხდარში მშენებარე კომპანიას ადანაშაულებენ.