ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე, ანგისის დასახლებაში, საავტომობილო ხიდი ჩაინგრა, რის გამოც დასახლება ცენტრალურ გზას მოწყდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
აღნიშნული ხიდი ერთადერთია, რომელიც ანგისის დასახლებას ცენტრალურ ავტომაგისტრალთან აკავშირებს.
ადგილობრივების განცხადებით, ხიდი ამორტიზებული იყო, მდინარემ ერთი წლის წინ, წყალდიდობის დროს საძირკველი გამოაცალა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ქალაქის მერიას აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.
მოსახლეობა ხიდის დროულად აღდგენას ითხოვს. მათი თქმით, ახლა ხიდით სარგებლობა ფეხით მოსიარულეთათვისაც საშიშია.