კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, სადეზინფექციო საშუალებებით ბათუმის ქუჩების მორეცხვა გარეუბნებშიც მიმდინარეობს.
მოირეცხა და დეზინფექცია ჩაუტარდა ბონი-გოროდოკის ადმინისტრაციულ ერთეულს, თამარისა და ბარცხანის დასახლებებს.
სპეციალური ხსნარით დამუშავდა როგორც გზის სავალი ნაწილი, ასევე, ტროტუარები და ველობილიკები.
სამუშაოებს შპს „სანდასუფთავებისა“ და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ერთობლივად ახორციელებენ.
საპრევენციო ღონისძიების ფარგლებში, პარალელურად დეზინფექცია უტარდება ჰოსპიტლებისა და ჰიპერმარკეტების მიმდებარე ტერიტორიებს.