ბათუმში, ქორწილში მყოფი ასამდე სტუმარი მოიწამლა
ბათუმში, ქორწილში მყოფი ასამდე სტუმარი მოიწამლა

ბათუმში მასობრივი მოწამვლის ფაქტი დაფიქსირდა. ძლიერი ინტოქსიკაციით რამდენიმე დღის წინ ასამდე ადამიანი, მათ შორის არასრულწლოვნები კლინიკებში გადაიყვანეს. მათი ნაწილი მკურნალობას დღესაც საავადმყოფოში განაგრძობს.

დაზარალებულები სარიტუალო დარბაზ “კახაბერში” ქორწილში იმყოფებოდნენ. როგორც ყვებიან, ქორწილის მეორე დღეს ყველას ერთი და იგივე სიმპტომები ჰქონდა-ცხელება და პირღებინება. კონკრეტულად რა გახდა ინტოქსიკაციის მიზეზი, ამას ექსპერტიზა დაადგენს.

„ჩემი შვილის ქორწილი იყო. მეორე დღეს ჩემი ოჯახიდან 5 ადამიანი გახდა ცუდად, მათ შორის მეც. მქონდა მაღალი სიცხე და პირღებინება. მას მერე მირეკავენ ქორწილის სტუმრები, 100 ადამიანი მოიწამლა. ვინმემ ხომ უნდა გაგვცეს პასუხი რა მოხდა. მე-8 დღეა და კიდევ მკურნალობს ნაწილი, არ გამოვრიცხავთ საკვებში ქიმიური ნივთიერება მოხვედრილიყო, საიდან, არ ვიცი“,- განაცხადა ასმათ დევაძემ. მან დარბაზის თანამშრომლები უყურადღებობაშიც დაადანაშაულა.

ბრალდებებს სარიტუალო დარბაზში პასუხობენ. ამბობენ, რომ მათი ოთხი თანამშრომელიც მოიწამლა.