ბათუმში „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს შორის დაპირისპირება მოხდა
ბათუმში „ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენციის დაწყებამდე ხმაური იყო.
ბათუმის თეატრის ეზოში „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ აქტივისტები ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. შელაპარაკება „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერ ხათუნა ბერიძესა და „ქართული ოცნების“ აქტივისტ გიორგი გიორგაძეს შორის მოხდა.
ხათუნა ბერიძე თეატრთან მიხეილ სააკაშვილის პლაკატით მივიდა და მმართველი გუნდის წევრებს მკვლელებს უწოდებდა, რასაც გიორგაძის მხრიდან გაღიზიანება მოჰყვა და შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
ვითარება რამდენიმე წუთში განიმუხტა. ამ დროისთვის კონფერენცია დაწყებულია, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები კი მიმდებარე ტერიტორიაზე რჩებიან.