ბათუმში „ქართული ოცნების“ შეხვედრის პარალელურად, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა აქცია გამართეს
ბათუმში „ქართული ოცნების“ შეხვედრის პარალელურად, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა აქცია გამართეს

ბათუმში „ქართული ოცნების“ რეგიონული ორგანიზაციის დაფუძნებასთან დაკავშირებული შეხვედრის პარალელურად, სასტუმრო „ჰილტონის“ წინ აქცია გაიმართა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ადგილზე საყვირებით და ტრანსპარანტებით მივიდნენ, წარწერით – „გახარია წადი“.

აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ კითხვები ჰქონდათ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა გზის გადაკეტვაც სცადეს, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს.

აქციის მონაწილეები მხოლოდ მას შემდეგ დაიშალნენ, რაც პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერებმა სასტუმრო „ჰილტონი“ დატოვეს.