ბათუმში „ქართული ოცნების“ ლიდერებმა პარტიის აჭარის ორგანიზაციის აქტივთან შეხვედრა გამართეს
ბათუმში „ქართული ოცნების“ ლიდერებმა პარტიის აჭარის ორგანიზაციის აქტივთან შეხვედრა გამართეს

ბათუმში „ქართული ოცნების“ ლიდერებმა, მათ შორის პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, პარტიის აჭარის ორგანიზაციის აქტივთან შეხვედრა გამართეს.

პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, შეხვედრაზე მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები განიხილეს და თვითმმართველობის არჩევნებისთვის სამზადისზე ისაუბრეს.

„პარტიის ხელმძღვანელობამ დაიწყო შეხვედრები რეგიონებში. მათ შორის იმისთვის, რომ სათანადოდ მოვემზადოთ თვითმმართველობის არჩევნებისთვის. შეხვედრა დღეს გვქონდა აჭარის აქტივთან. ჩვენ ვსაუბრობდით ჩვენს გეგმებზე, ასევე განვიხილეთ მათთან ერთად მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები. ეს იყო დღევანდელი შეხვედრის მიზანი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, მმართველი გუნდში აცხადებენ, რომ თვითმმართველობის არჩევნებისთვის ჯერ კონკრეტულ კანდიდატებზე საუბარი არ ყოფილა, თუმცა კონსულტაციები უკვე დაწყებულია.

23 მაისს, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის „ქართული ოცნების“ პარტიულ აქტივთან შეხვედრა ქალაქ ზუგდიდში გაიმართება.