ბათუმში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე აინთო
ბათუმში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე აინთო

ბათუმში, ევროპის მოედანზე რამდენიმე წუთის წინ ქალაქის მთავარი ნაძვის ხე აინთო. ნაძვის ხე ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ ბავშვებთან ერთად, მფრინავი სანტების თანხლებით აანთო.

მოედანზე ასობით ბათუმელი და ქალაქის სტუმარი შეიკრიბა.

მთავარ საახალწლო სანახაობებს სწორედ ევროპის მოედანი უმასპინძლებს. დღეიდან შობის ჩათვლით ყოველდღიურად მოეწყობა სხვადასხვა წარმოდგენა. 2018 წელს ბათუმელები, ტრადიციულად, ევროპის მოედანზე შეხვდებიან.

ბათუმი საახალწლოდ განსაკუთრებით გააფორმეს. ახალი განათებები დამონტაჟდა არამხოლოდ ქალაქის ცენტრში, არამედ გარეუბნებშიც.