საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე დაჭრილი პირი პატრულის თანამშრომელია.
უწყების ინფორმაციით, ადგილზე დაკავებულია ერთი პირი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
დაჭრილი პოლიციელი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას ქირურგიული ოპერაცია უტარდება.
თვითმხილველები თავდასხმის რამდენიმე ვერსიაზე საუბრობენ.
„რაც ვიცი, იყო ჩხუბი და პატრული ცდილობდა გაშველებას, რა დროსაც მას ერთ-ერთი დაესხა თავს და ყელის არეში ჭრილობა მიაყენა“, – ამბობს ერთი თვითმხილველი.
ამ დროისთვის ჭავჭავაძის ქუჩაზე ისევ რჩებიან სამართალდამცველები.