ბათუმში პოლიცია ე.წ. მასაჟის სალონებში საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს
ბათუმში, გამსახურდიას ქუჩაზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი. პოლიცია სასამართლოს განჩინების საფუძველზე საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს 12 ობიექტზე, სადაც ე.წ. მასაჟის სალონებია განთავსებული.
აჭარის პოლიციის დეპარტამენტში ამბობენ, რომ საგამოძიებო მოქმედებები სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით დაწყებული გამოძების ფარგლებში მიმდინარეობს, რაც პროსტიტუციისთვის ხელის შეწყობას გულისხმობს.
„მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 12 ობიექტზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. აჭარის პოლიციის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით, რაც გულისხმობს პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემას“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ირაკლი ჭედიშვილმა.
ობიექტების თანამშრომლებს გამოკითხვაზე პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანენ.