ბათუმში ოთხი პაციენტი გამოიკვლიეს, კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა
ბათუმში დღეს ის ოთხი პაციენტი გამოიკვილეს, რომლებიც საეჭვო სიმპტომებით ინფექციურ საავადმყოფოში იყვნენ მოთავსებულები. ტესტის შედეგად, არ ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
ისინი ბოქსირებულ განყოფილებაში გუშინ, გვიან ღამით, ტემპერატურის მატების გამო მოათავსეს.
ამჟამად, ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოსა და კლინიკა „მედალფაში“ შვიდი ინფიცირებული რჩება. ექვსის მდგომარეობა სტაბილურია. რაც შეეხება 70 წლის ქალს, მედიკოსების შეფასებით, მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
აჭარის რეგიონში კარანტინში რჩება 1800-ზე მეტი პირი.